LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოეთში ავტოსალონს ცეცხლი გაუჩნდა და ასობით ავტომობილი დაიწვა

67
fire

ინდოეთი საერთაშორისო ავტოსალონს Aero India-ს მასპინძლობდა, როდესაც ავტოსალონზე ცეცხლი გაჩნდა და მანამ, სანამ ხანძრის ლოკალიზაციას შეძლებდნენ – მინიმუმ 300 ავტომობილი განადგურდა.

შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ბანგალორში მოხდა და ცეცხლის სწრაფად გავრცელების მიზეზი ხმელი ბალახი და ძლიერი ქარი გახდა. რაც შეეხება გამომწვევ მიზეზის, წინასწარი ინფორმაციით, ყველაფერი სიგარეტის ნამწვმა გამოიწვია.

საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა და ადგილზე ჯერ ისევ მეხანძრეები მუშაობენ.

ავტოსალონის სიახლოვეს აეროსალონიც იყო მოწყობილი, სადაც 100-მდე თვითმფრინავი განალაგეს და ცეცხლმა ერთი ხომალდის დაწვაც მოასწრო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები