ინდოელმა პოლიციელმა ალკოჰოლის კონტრაბანდის საქმეზე ეჭვმიტანილის საპოვნელად მისი მოლაპარაკე თუთიყუში გამოჰკითხა. უჩვეულო საქმის დეტალები Times of India-მ გაავრცელა.
შემთხვევა ქალაქ გაიაში მოხდა. ეჭვმიტანილმა და მისი ბანდის წევრებმა სამალავი პოლიციის მოსვლამდე დატოვეს და ადგილზე გალიაში ჩაკეტილი თუთიყუში დატოვეს.
უმცროს ინსპექტორს კანჰაი კუმარს ბევრი არ უფიქრია და მაშინვე თუთიყუშის დაკითხვა დაიწყო. თუმცა, ფრინველმა პატრონის ადგილმდებარეობა არ გასცა და ერთადერთი სიტყვა რაც პოლიციას უთხრა იყო – „თასი“.