Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ინდოელები საქართველოში ჩაის კულტურის წარმოებით დაინტერესდნენ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოელები საქართველოში ჩაის კულტურის წარმოებით დაინტერესდნენ

342

საქართველოში ჩაის წარმოების კუთხით არსებული გარემოს შესწავლის მიზნით,  საქართველოში  ინდოეთის მძიმე მრეწველობისა და სახელმწიფო საწარმოების სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ ინდოელ  სტუმრებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების საკვლევი ბაზა  დაათვალიერებინეს და ვაზისა და  ხეხილოვანი კულტურების გენოფონდი გააცნეს.

ინდოეთის დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ ინდოეთის მხარე მზადაა საქართველოსთან სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ითანამშრომლოს. ინდოელი სტუმრები განსაკუთრებით საქართველოში ჩაის კულტურის  წარმოებით დაინტერესდნენ.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ  აღნიშნა, ინდოეთს ჩაის წარმოების კუთხით  დიდი გამოცდილება აქვს და ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია ამ გამოცდილების გაზიარება, ასევე ინდური ჩაის ჯიშების საქართველოში ინტროდუქცია.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ინდოეთის დელეგაციის წევრები სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებში ჩაის პლანტეციებს დაათვალიერებენ და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნობიან.

როგორც ბასკარ ჯიოტი მაჰანტამ აღნიშნა – ,,სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან დიდი ხნის თანამშრომლობა გვაქვს. ორივე მხრიდან თანამშრომლობის მზაობა არსებობს და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ისეთ პირობებზე შეთანხმება, რაც ორივე მხარისთვის მისაღები და სასარგებლო იქნება. ვმუშაობთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხის წინ წამოწევის და გამოცდილების გაზიარების  მიმართულებით.  ჩვენთვის მეტად საინტერესოა ჯიღაურას ბაზაზე განთავსებული ვაზი და ხეხილოვანი კულტურები, სადემონსტრაციო ნაკვეთები და მიმდინარე კვლევითი სამუშაოები.   ვფიქრობთ, ამ მიმართულებით ინდოეთში ქართული მხარის გამოცდილების  დავნერგავთ“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები