ჩეროკის ინდიელთა ტომმა ჯიპს მკაცრად მოსთხოვა, რომ ყველგანმავალთა დასახელებაში ორი სახელი Cherokee და Grand Cherokee აღარ გამოიყენოს.
როგორც ტომის ბელადმა ჩაკ ჰოსკინ უმცროსმა განაცხადა, დადგა დრო როცა კორპორაციებმა უძველესი ხალხების პატივისცემა უნდა დაიწყონ და მათი დასახელებების კომერციული მიზნით ექსპლუატაცია შეწყვიტონ. ავტომობილისთვის მათი სახელის დარქმევა ტომის მიმართ უპატივცემულობის გამომხატველია და ამიტომ დაუშვებელია, აცხადებს ბელადი.
ჰოსკინ–უმცროსმა ისიც დაამატა, რომ აშშ–ს მთავრობამ ინდიელებთან დიალოგი უნდა დაიწყოს და კულტურულ მემკვიდრეობას გაუფრთხილდეს.
Jeep–მა აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ავტომობილების სახელებს საგულდაგულოდ არჩევენ და წლების განმავლობაში უფრთხილდებიან, Cherokee–ით კი მათ ამერიკელი ხალხის პატივისცემა გამოხატეს.
თუმცა, ბელადის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით უცვლელია და კომპანიას სახელის შეცვლა მოუწევს.