“ქალები გენეტიკურად მიდრეკილი არიან, რომანი გააბანან, იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთობაში ბზარი ჩნდება”,- ამის შესახებ დასკვნა, ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოაქვეყნეს.
მკვლევარები ცდილობენ დაადგინონ, არის თუ არა ადამიანი მონოგამიური ურთიერთობისკენ მიდრეკილი. ისინი მუშაობენ “პარტნიორის ჩანაცვლების ჰიპოთეზაზე”, რომლის მიხედვით, ადამიანი ყოველთვის ეძებს უკეთეს პარტნიორს. ერთ-ერთი მკვლევარის, დევიდ ბასის განმარტებით, ადამიანის ქმედებები განპირობებულია ბევრი ფაქტორით:
“დაშორება და შემდგ ახალი პარტნიორის ძიება ერთგვარი სტრატეგიაა. საუკუნეების წინ, როცა დაავადება, შიმშილი და ავადმყოფობა, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას 30 წლამდე ამცირებდა, ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ, ისეთი პარტნიორი ეპოვნათ, რომელიც უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა. ზოგადად, ადამიანის ქმედებები განპირობებულია ბევრი ფაქტორით, მათ შორის არის გარემო და ცხოვრებისეული გამოცდილება”
დევიდ ბასის განცხადებით, “რომანი, ერთგვარი სათადარიგო გეგმაა, რომელიც ადამიანს გარანტიას აძლევს რომ, მარტო არ დარჩება.”