Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ინციდენტი პარლამენტთან – აქციის მონაწილეები შენობაში დეპუტატების შეშვებას არ აპირებენ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინციდენტი პარლამენტთან – აქციის მონაწილეები შენობაში დეპუტატების შეშვებას არ აპირებენ

244
ffff

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციები არ წყდება. პროტესტის მონაწილეებს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი კარები დილიდან პიკეტირებული აქვთ. ისინი შენობაში არავის შეშვებას არ აპირებენ.

უმრავლესობის დეპუტატის, რევაზ არველაძის პარლამენტთან გამოჩენას ინციდენტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები მას შეძახილებით დახვდნენ და შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს. რევაზ არველაძე დღეს პარლამენტში მოსული პირველი დეპუტატია. მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეების ასეთი ქცევა არასწორია.

 

“დღეს სამსახურში მოვედი, ჩემი სამსახურია აქ, რამდენიმე კანონპროექტია ენერგეტიკაზე შემოსული და მინდოდა მენახა. არ მომცეს შესვლის საშუალება და ეს არ არის სწორი. როცა იქნება პარლამენტში შესვლის საშუალება, რა თქმა უნდა, მივალ. თუ არ მომეცემა შესვლის საშუალება, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი გახლავართ, წავალ და წავიკითხავ ლექციებს“, – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა.

[related_news id=”272925″ align=”left”]

„ბიძინას მონა“, „წადი“ და სხვა შეძახილებით სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა  დეპუტატს მიმდებარე ტერიტორია დაატოვებინეს. მათი თქმით, პარლამენტის შენობაში არავის შეუშვებენ, სანამ ხელისუფლება ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარების მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს.

აღსანიშნავია, რომ დღეს 15:00 საათზე პარლამენტის ბიუროს სხდომაა დანიშნული, რომელსაც ბუნებრივია, საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების გამოჩენა მოჰყვება.

[related_news id=”272113″ align=”right”]

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები 14 ნოემბრიდან განახლდა, მას შემდეგ, რაც უმრავლესობის წარმომადგენლებმა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდეს. აქციის მონაწილეები უკვე რამდენიმე დღეა ტერიტორიას არ ტოვებენ და პარლამენტის შესასვლელთან და გზის სავალ ნაწილზე გაშლილ კარვებში რჩებიან. 

პროტესტის მონაწილეებს სამი მთავარი მოთხოვნა აქვთ, მთავრობის გადადგომა, ცესკოს შემადგენლობის შეცვლა და ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარება.