თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ჰიპერმარკეტ “გუდვილში” ტექნიკის მაღაზიაში ინციდენტი მოხდა. კარტოგრაფების საქმეში ბრალდებულ ივერი მელაშვილს ახალგაზრდა უცნობმა მამაკაცმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში “ფორმულას” ჟურნალისტმა სოფია სამუშიამ ატვირთა, რომელიც ამ ფაქტს შეესწრო.
“დღეს ქავთარაძის #Goodwill-ში მაღაზია #altaok ივერი მელაშვილს ვიღაც ახალგაზრდა გაუნათლებელი ურა პატრიოტი შეურაცხყოფას აყენებდა. მაღაზიის არცერთი თანამშრომელი არ შეტოკებულა. იყო კონფლიქტი და არც ერთი დაცვა არ განძრეულა (იქვე იდგნენ) !!!!! სალაროებიდან რამდენიმე ურა პატრიოტი დაემატა. შენ მიწები გააჩუქეო ხალხი უყვიროდა !! ეს აგრესია თქვენ შექმენით არაფრისგან!”,-წერს სოფია სამუშია ფეისბუქში.