LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინაშვილი: რა უნდა გამოიძიოს პროკურატურამ? რატომ მივწერეთ წერილი რუსეთის პრეზიდენტს, რომ ომი არ გვინდა?

231
BeFunky-collage (1)

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, მის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მისწერეს და ამ წერილის შემდგომ გაკეთებულ განცხადებებს, სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით ეხმიანება.

“მოსახლეობის 69,4% სამხედრო ნეიტრალიტეტს, 75,8% კი რუსეთთან დიალოგს უჭერს მხარს” – ინაშვილი პუტინს ღია წერილით მიმართავს

ინაშვილის განცხადება და წერილი გარკვეული პოლიტიკური ნიშის დაკავების სურვილს უფრო ჰგავს, ვიდრე სახელმწიფოსთვის სიკეთის მომტანი შეიძლება იყოს: ვოლსკი

ირმა ინაშვილის განმარტებით, რუსეთის პრეზიდენტს სამშვიდობო წერილი გაუგზავნეს და მისთვის გაუგებარია, რატომ მოითხოვოს ოპოზიციის ნაწილი გამოძიების დაწყებას.

“ეს პერიოდი ბევრი სხვა საქმით ვიყავით დაკავებულნი და ნაცმოძრაობისთვის არ გვეცალა, მაგრამ ვერ ისვენებენ და მეც მოვიცლი მათთვის!

ნაცმოძრაობა, რომლის ტყუილმაც ნატოზე სრული კრახი განიცადა, ჩვენი წერილის თაობაზე, თურმე, პროკურატურას მიმართავს. მეტიც, ტვ პირველის ჟურნალისტი მიხსნის, რას ამტკიცებს ნაცმოძრაობა: ამ წერილში მოყვანილი გამოკითხვის შედეგების საფუძველზე ( გამოკითხულთა უმრავლესობა ნეიტრალიტეტის მომხრეა) რუსეთი საქართველოში შემოვაო.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რუსეთი საქართველოში როგორ უნდა შემოიჭრას, ეს სისულელე, იმედია, ყველას ესმის, რომ სისულელეა. გამოკითხვის გამო კი არა, საქართველოზე აგრესიას რუსეთი ნაცმოძრაობის და ომის მომხრე სხვა პროვოკატორების ქმედებების გამო თუ გადაწყვეტს და ამისი საშუალება არ უნდა მივცეთ! გაიგეთ, ყველა უნდა გამოვფხიზლდეთ და ეს უბედურება არ უნდა დავუშვათ!

ასეთი წერილებით რუსეთს უჩნდება იმედი, რომ საქართველოში არის გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც რუსეთის შემოსვლას მიესალმებიან: ვახტანგ ძაბირაძე

როგორც „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა, რუსეთზე წერილები არ მოქმედებს და თუ რაიმე ხელშეკრულებას აწერენ ხელს, არასდროს არ ასრულებენ ხელშეკრულების პირობებს.

რა წერია წერილში? სულ სამი რამ:

1. საქართველოს ომი არ უნდა არავისთან, არც ერთ მეზობელთან!

2. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა ნეიტრალიტეტი.

3. მოდით, დავიწყოთ მოლაპარაკებები დეპუტატების დონეზე.

ეს სამშვიდობო წერილია, ისევე როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნებისადმი მიწერილი წერილი! მსოფლიოში ბევრი რამ იცვლება, ნეიტრალიტეტის თემა აქტუალური ხდება, თვითონ უკრაინას მიჰყავს მოლაპარაკებები რუსეთთან უსაფრთხოების ახალ გარანტიებზე და ნეიტრალიტეტზე!

ზელენსკი ღიად აცხადებს, რომ ნატო მათთვის დამთავრდა და ვიმეორებ: მიდის შეთანხმება ნეიტრალიტეტზე, ნეიტრალიტეტის უკრაინულ მოდელზე!

ასევე ვიმეორებ: ნომერ მე-5 კოლონა ანუ ნაცმოძრაობა ცდილობს საქართველო გახვიოს რუსეთთან ომში! ცდილობს განაგრძოს ყვირლი :”ნატო-ნატო” და ამასობაში მეორე ფრონტი საქართველოზეც გადმოვიდეს. აი, ესაა ნაცმოძრაობის მიზანი! ამ ნამდვილი ნომერ მე-5 კოლონის მიზანი!

რა უნდა გამოიძიოს პროკურატურამ? რატომ მივწერეთ წერილი რუსეთის პრეზიდენტს, რომ ომი არ გვინდა? დააკვირდით: ომი არ გვინდა, მშვიდობა გვინდა!!!! ამას ეხება წერილი და ამის გამო ვინმემ გამოძიება უნდა დაიწყოს?! ახლა ეს სასაცილო არაა?! მიწების ჩაბარებაზე, ახალგორის და კოდორის გაყიდვის გამო არავინ დაუსჯიათ და ჯობია, ამ დიდი ღალატის გამოძიებას დაუბრუნდნენ.

რაც შეეხება ვინმე დეპუტატ მამულაშვილს, რომელსაც ნაცმოძრაობის სახელით პროკურატურისთვის მიუმართავს, ის სრული უუჯრედოა და უუჯრედოებზე დროის დაკარგვას არ ვაპირებ”, – წერს ირმა ინაშვილი.

რუსეთის ლანძღვა-გინება, განსაკუთრებით ახლა, არანაირ სიკეთეს არ მოუტანს ქვეყანას, მოგვიტანს მხოლოდ უბედურებას: ირმა ინაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები