LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იმუნიზაციის პროცესი შეიძლება შენელდეს” – იტალიაში ვაქცინაციის ვებპორტალზე კიბერშეტევა განხორციელდა

145
1

იტალიაში ჰაკერებმა ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებპორტალზე კიბერშეტევა განახორციელეს.

კიბერთავდამსხმელების სამიზნე აღმოჩნდა საიტი, რომელიც უზრუნველყოფდა რეგისტრაციას ლაციოს რეგიონის მოსახლეობაზე.

ინფორმაცია კიბერშეტევის შესახებ თავად რეგიონის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ გაავრცელა:

“განხორციელდა მძლავრი ჰაკერული თავდასხმა რეგიონის მონაცემთა ბაზაზე. მიმდინარეობს როგორც თავდაცვითი, ასევე საგამოძიებო ოპერაცია, იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე აღმოიფხვრას ხარვეზი და მოქალაქეებმა მალე შეძლონ მათთვის განკუთვნილი სერვისით სარგებლობა. ამ თავდასხმის გამო, ვაქცინაციის პროცესი შეიძლება შენელდეს. ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის, რომელიც ჩვენს კონტროლს მიღმაა.” – წერია “ტვიტში”.

იტალია მსოფლიო კოვიდრუკაზე მეთერთმეტე ადგილზეა, ჯამში 4 355 348 დადასტურებული შემთხვევითა და 128 068 გარდაცვლილით.

ქვეყანაში ეპიდვითარება გასულ თვეში კვლავ გართულდა, რაც ვირუსის “დელტა” შტამის გავრცელებას უკავშირდება. იტალიაში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა 80 % სწორედ ინდური შტამს უკავშრდება.

რაც შეეხება ვაქცინაციის კამპანიას – ხელისუფლებაში ამბობენ, რომ იმუნიზაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 50%-ზე მეტი.

6 აგვისტოდან კი მოქალაქეები ვალდებულები იქნებიან წარადგინონ ვაქცინაციის, გამოჯანმრთელების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ტესტირების უარყოფითი პასუხის რესტორნებში, კაფეებში, დახურულ სივრცეებსა და მუზეუმებში სტუმრობის დროს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები