ნოდარ დუმბაძე დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში, მეხუთე კორპუსში ცხოვრობს, სწორედ იქ სადაც დღეს სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა.
როგორც ის ამბობს, მის ოჯახში ყველა დაშავების გარეშე გადარჩა თუმცა, აფეთქებამ დააზიანა მათი სახლი.
“გადავრჩით მეგობრებო! იმხელა დარტყმა იყო, დაკეტილი კარები დაღუნა, დარტყმის ტალღამ. ყველას გილოცავთ ხარებას და ყველა მოქალაქის გადარჩენით, გახარებული ვყოფილიყავით, დღევანდელი დღით დაწყებული, დიდხანს,” – წერს ის.
ნოდარ დუმბაძე საკუთარი ბინიდან ფოტოებსაც ავრცელებს.