LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმის თქმა, რომ ეს ადამიანები გარდაცვლილები არიან, იურიდიულად სწორი არაა – არჩილ თალაკვაძე სიაზე

51

„ეს ის ოპოზიციაა, რომელიც 33 ადამიანისგან შემდგარ სიაში მხოლოდ ორს ხედავს და 31 ადამიანს ვერა – ეს აჩვენებს, თუ რაზე არიან ეს ადამიანები ორიენტირებული,“ – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში გარდაცვლილი პირებიც არის შეყვანილი.

თალაკვაძის განმარტებით, საქართველოს მთავრობას სიაში შეყვანილი პირების გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოფიციალური ცნობები არ მიუღია.

„ჩვენი მხრიდან ცალმხრივად იმის ჩათვლა, რომ ეს ადამიანები გარდაცვლილები არიან, იურიდიულად სწორი არ არის,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება აღნიშნულ სიას ზოგადად, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიას არავითარი კავშირი არ აქვს აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ საზოგადოებასთან, ოჯახებთან და იმ ურთიერთობებთან, რომელიც ქართველებს აფხაზ და ოს ძმებთან აქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები