„ევროპული საქართველოს“ წევრი ლაშა დამენია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობს ორკესტრირებული შეტევა თავისუფალ მასმედიაზე.
მისივე სიტყვებით, „იმის ნაცვლად, რომ 5 ივლისის ძალადობაში დამნაშავეებზე მიმდინარეობდეს სისხლის სამართლებრივი დევნა ხელისუფლება ხელს უწყობს “ალტ ინფოს” ჩამოაყალიბოს პარტია და ამ პრო-პუტინულმა ძალამ, განაგრძოს ქვეყანაში არეულობებისა და ძალადობის მოწყობა”.
“კომუნიკაციების კომისია ერთის მხრივ აჯარიმებს თავისუფალი მედიის წარმომადგენლებს, მეორეს მხრივ ხელისუფლების მიერ ოორგანიზებული ჯგუფები ახორციელებენ 5 ივლისს ძალადობას თავისუფალ ჟურნალისტებზე და იმის ნაცვლად, რომ დამნაშავეებზე მიმდინარეობდეს სისხლის სამართლებრივი დევნა ხელისუფლება ხელს უწყობს “ალტ ინფოს” ჩამოაყალიბოს პარტია და ამ პრო-პუტინულმა ძალამ, განაგრძოს ქვეყანაში არეულობებისა და ძალადობის მოწყობა”, – განაცხადა დამენიამ.
ცნობისთვის, საჯარო რეესტრმა “ალტ-ინფოს” პარტია დაარეგისტრირა
რეესტრზე მითითებულ ინფორმაციაში გადაწყვეტილება 7 დეკემბრით თარიღდება.
ამავე მონაცემებით, პარტიის თავმჯდომარე ზურაბ მახარაძეა, ხოლო გენერალური მდივანი გიორგი ქარდავა.