საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი გამაფრთხილებელ განცხადებას აკეთებს, რომლის თანახმადაც, იმისათვის, რომ მთელს მსოფლიოში ცხოვრების დონე ამაღლდეს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა სასწრაფო წესით რეგულაციები და რეფორმები უნდა შეიმუშაონ, რომლის შედეგადაც უნდა ამაღლდეს პროდუქტიულობის მაჩვენებელი, შემცირდეს ბიუროკრატია და დაჩქარდეს ეკონომიკური ზრდის ტემპი.
ლაგარდის თქმით, პოლიტიკოსებს იმის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ, რომ ინოვციები- პროდუქტიულობის ზრდის სტიმულირებას მოახდენენ, რომელიც საბოლოოდ გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგად გაუარესებულ მაჩვენებლებს გამოასწორებს და ეკონომიკურ ზრდას გამოიწვევს.
ასევე აიემეფის ხელმძღვანელმა ხაზგასმით ისაუბრა, სავალუტო ფონდის მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგებზე , რომლის თანახმადაც, განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი, დღეს 5 პროცენტით მეტი იქნებოდა, რომ არა აღნიშნული კრიზისული ვითარება, ანუ შეიძლება ითქვას, რომ მაჩვენებლები პესიმისტურია.
შენელებული ზრდის ტემპი კი სხვადასხვა ქვეყანაში ფინანსურ და სოციალურ სტაბილურობას საფრთხის ქვეშ დააყენებს, ასევე შეამცირებს ცხოვრების დონეს, ხოლო მოლოდინი იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი და ასევე სხვა ტექნოლოგიური სიახლეები გაზრდის პროდუქტიულობასა და წარმოებას, ყოველგვარი ჩარევისა და ქმედებების გარეშე – გამოსავალი არ არის. რაც შეეხება უშუალოდ პროდუქტიულობის ზრდის შენელებას, თავად ტერმინი რამდენიმე ფაქტორს შეიცავს, ესენია: მოსახლეობის დაბერება და გლობალური ვაჭრობის შენელება, რომლებიც ლაგარდის თქმით, უმნიშვნელოვანესი წყაროა ეკონომიკური ეფექტიანობისთვისა და მოსახლეობაში შემოსავლების გაზრდის თვალსაზრისით.
მარიამ ადამია