იმერეთში ყირიმ-კონგოს ცხელებით მამაკაცი დაიღუპა.
გარდაცვლილი საშუალო ასაკის მამაკაცია.
ის წყალტუბოს მცხოვრებია. ინფიცირების წყარო უცნობია. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის განცხადებით, დაავადება იმერეთის რეგიონში იშვიათია.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა.