LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმერეთში მოზარდის ჩვენების საფუძველზე, ბავშვის მამა და ბიძა დააკავეს

133
პოლიცია 22

იმერეთში მოზარდის ჩვენების საფუძველზე, ბავშვის მამა და ბიძა დააკავეს. არასრულწლოვანი ამტკიცებს, რომ მასზე ფიზიკურად ძალადობდნენ.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება მშობლებს შორის კონფლიქტს უკავშირდება, რომლებიც წლებია გაშორებულები არიან.

დაკავებულები წყალტუბოს დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. დაკავებულების ადვოკატი, მცირეწლოვნების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე არ საუბრობს.

დაკავებულებისთვის ბრალი ჯერჯერობით არ წარუდგენიათ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები