LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმერეთში მგზავრობის დრო ნახევარი საათით შემცირდება

95

აღმოსავლეთ- დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, ახალი გზა იმერეთის რეგიონში, კერძოდ კი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მოეწყობა.

ხევიარგვეთას 42კმიანი მონაკვეთი, რომლის სავარაუდო ღირებულება 700 მლნ. აშშ დოლარია E60 ავტომაგისტრალის ნაწილია. 42 კმ-იანი გზის პროექტირება 2016 წლის ნოემბერში დაიწყება. მშენებლობა კი, სავარაუდოდ – 2018 წელს.

ალტერნატიულ მარშრუტად ხარაგაულის შემოვლითი გზა განიხილება – ჩუმათელეთი – ხარაგაული – ძირულას 50კმ-იანი 2-ზოლი. ამ გზის სავარაუდო ღირებულება 80 მლნ. აშშ დოლარია.

ჩუმათელეთი-არგვეთას თანამედროვე სტანდარტების საავტომობილო გზის მონაკვეთის ასაშენებლად 40-მდე გვირაბის და 90-მდე ხიდის აშენება იგეგმება.

მშენებლობის დასრულების შემდეგ, გზის ამ მონაკვეთზე მგზავრობის დრო 30 წუთით შემცირდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ახალი გზა მნიშვნელოვნად გაზრდის მოძრაობის სიჩქარეს და აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალის გამტარუნარიანობას.

გზის მშენებლობის სრულად დასრულება 2020 წელს იგეგემება.