LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმერეთს 8 მილიონის ზარალი მიადგა

79

16 ოქტომბრის სტიქიამ იმერეთს 8 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. იმერეთის გუბერნიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებში ზარალის დათვლა ამ დრომდე გრძელდებოდა. იმერეთის მასშტაბით ყველაზე მეტად დაზარალდა ვანის მუნიციპალიტეტი. დაზიანდა საავტომობილო გზები, საკარმიდამო ნაკვეთები, სასოფლო–სამეურნეო სავარგულები და საცხოვრებელი სახლები.

გუბერნიაში განმარტავენ, რომ მუნიციპალიტეტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან პრობლემების მოგვარებას ვერ შეძლებენ, ამიტომ, ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართავენ, რათა მოსახლეობის დახმარება და დაზიანებული გზების აღდგენა ერთობლივი ძალებით მოხდეს.

16 ოქტომბერს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად იმერეთის 11 მუნიციპალიტეტი დაზარალდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები