LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმერეთის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

160
შავლეგო-ტაბატაძე-იმერეთი

იმერეთის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა.აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერი ადასტურებს. როგორც მამუკა ბახტაძემ განმარტა, შავლეგო ტაბატაძე პროფესიულ საქმიანობას, სამხედრო სამსახურს უბრუნდება.

პრემიერმა ტაბატაძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„შალვეგო ტაბატაძე არის გამორჩეული ადამიანი ჩვენს გუნდში. ის არის სამხედრო, გენერალი და თვითონვე ჰქონდა მას თხოვნა, რომ ის დაბრუნებოდა თავის პროფესიას.

მინდა შავლეგ ტაბატაძეს მადლობა გადავუხადო იმ გაწეული მუშაობისთვის, რომელიც მან პოსტზე ყოფნის პერიოდში შეძლო და გააკეთა. ის დაუბრუნდა თავის პროფესიას, ის არის გამორჩეული სამხედრო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შავლეგო ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორად 2018 წლის 20 აგვისტოს დაინიშნა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები