LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმედის“ წამყვანი ვარლამ წიკლაური ბელგიაში მეუღლის მშობიარობას დაესწრო: „ორმაგად და სამმაგად მაქცევს ჩემი ცოლი ყურადღებას…“

514
varlam-wiklauri

„იმედის“ საინფორმაციოს, „ქრონიკის“ წამყვანს, ვარლამ წიკლაურს და მის მეუღლეს ხატია კობერიძეს ორი თვის წინ ბელგიაში, რომლის მოქალაქეც არის პატარას დედა, ვაჟი შეეძინათ. მას ნიკოლა დაარქვეს. ვარლამი ცოლის მშობიარობას დაესწრო…

ვარლამ წიკლაურმა მეუღლესთან ერთად „იმედის“ ეთერში მამობაზე ისაუბრა:

„ხატიას თეორიული ცოდნა ჰქონდა სრულად. რასაც გაიგებდა და წაიკითხავდა, ყოველ საღამოს მე მიზიარებდა. აბსოლუტურად ყველაფერი იცოდა. იცით, როგორი გრძნობაა? სადაც უნდა ვიყო, სულ ვარ ნიკოლასთან, სულ მაინტერესებს, რას შვრება და როგორ არის…“

ხატია კობერიძე: 

„ვაკო აბსოლუტურად ყველაფერში მეხმარება, მართლა… არ ვიცი, სად ისწავლა პამპერსის გამოცვლა… აძინებს, აჭმევს და აბანავებს. ერთადერთი, რაც უჭირს, როცა ბავშვი ღამით ტირის, ვაკოს არ ესმის, რადგან ღრმა ძილი აქვს. ვიპოვე გამოსავალი. როცა ბავშვი ტირის, მე ვაღვიძებ ხოლმე ვაკოს… ჩვენს ყოველდღიურობაში ძალიან ბევრი რამ არ შეცვლილა. თავიდანვე ვთქვით, რომ მეგობრებთან ერთად ესეც ვატაროთ…“

ვარლამ წიკლაური: 

„ორმაგად და სამმაგად მაქცევს ჩემი ცოლი ყურადღებას…“

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები