LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმედის“ წამყვანები: „ძალიან მძიმე ღამე იყო გუშინ და მაყურებელი გვაპატიებს, რომ ჩვენი განწყობაც შესაბამისია…“

826
იმედის წამყვანები

„იმედის დღის“ წამყვანებმა გადაცემის დაწყებისას მაყურებელს მიმართეს და აღნიშნეს, რომ გუშინდელი ღამის შემდეგ გადაცემის წაყვანა ძალიან უჭირთ…

ნიკოლოზ წულუკიძე:

„რთულია ახლა გადაცემის დაწყება. მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის, ნიკა წულუკიძისთვის, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შვილები იზრდებოდნენ ევროპულ ტრადიციებზე და ღირებულებებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამის ფიქრის შესაძლებლობა გეძლევა და იქმნება შესაძლებლობა იმისა, რომ ბავშვები ღირსეულ ცხოვრებას გააგრძელებენ ევროპულ საქართველოში“.

მარიკა ბაკურაძე: 

„ჩვენი გუნდის სახელით და თითოეული ჩვენგანის სახელით ვიტყვი, რომ სხვა ალტერნატივა არც კი დაგვიშვია, გარდა იმ მთავარი ღირებულებისა, რასაც ერთიანი ევროპული ოჯახი და გზა ჰქვია…“

ეკა ამირეჯიბი: 

„ხალხი არასდროს მოიწონებს იმას, რაც ამას დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. ძალიან მძიმე ღამე იყო გუშინ და მაყურებელი გვაპატიებს, რომ ჩვენი განწყობაც შესაბამისია. სხვანაირი რვა მარტის მილოცვა გვინდოდა, რა თქმა უნდა…“

 

”გუშინდელი ღამის შემდეგ რთულია გადაცემის დაწყება… ”

?? ?? ”გუშინდელი ღამის შემდეგ რთულია გადაცემის დაწყება… არსებითად მნიშვნელოვანია ჩვენი შვილები იზრდებოდნენ ევროპულ ღირებულებებზე…” – ”იმედის დღის” წამყვანების გზავნილი მაყურებელს

#იმედისდღე

Posted by იმედის დღე /Imedis Dge on Wednesday, March 8, 2023

 

გიორგი გიგაშვილი: „ხალხო, ბრძოლას აქვს აზრი. ყოველთვის ჰქონდა და ყოველთვის ექნება!..“

ბექა გოჩიაშვილი: „ამაზე უფრო ღია და ნათელი ღალატი ქვეყნის რა უნდა იყოს?“

ნანუკა გულუა: „სხვა არხზე რომ ვმუშაობდი, ჩემი პეპლები და ყვავილები არ შეგიმჩნევიათ! ნუ გავხდებით კაციჭამიები….“

რუსუდან სებისკვერაძე: „ჩვენი ლამაზი სამშობლო რუსეთი არასდროს გახდება…“

იზა ომაძე: „ახალგაზრდების სისხლი და წართმეული მომავალი მოეკითხება ყველას..“

„გვინდა წარსულში დაბრუნება? გვინდა ისევ დაუცველები აღმოვჩნდეთ მოძალადე, იმპერიული ამბიციებით შეპყრობილი რუსეთის წინაშე? – დავდგეთ ყველა ერთად“ – ლანა ღოღობერიძე