LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმედის“ ჟურნალისტის შვილს ბელგიაში ბინა აჩუქეს: „სიდედრმა დაბადების დღეზე საოცარი საჩუქარი გამიკეთა…“

942
ვარლამ წიკლაური და ხატია

„იმედის“ ჟურნალისტს ვარლამ წიკლაურს ნამდვილი ოჯახური ბედნიერების ხანა უდგას. მას და მის მეუღლეს, ხატია კობერიძეს, შვიდი თვის წინ ვაჟი, ნიკოლა შეეძინათ.

ბავშვი ბელგიაში დაიბადა, სადაც ნიკოლას ბებია ცხოვრობს.

ვარლამ წიკლაური ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას სასიხარულო ამბავსაც უზიარებს საზოგადოებას:

„საოცარი სიდედრი მყავს. კიდევ ორი ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ამბავი გვაქვს. რადგან ნიკოლას მამა ვარ და ის ბელგიაში დაიბადა, ახლახან მეც მივიღე ევროპაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება. ნიკოლას ბებომ, ანუ ჩემმა სიდედრმა ოროთახიანი ბინა აჩუქა ბელგიაში, ოსტენდეს ცენტრში“.

როგორც ვარლამი ინტერვიუში ჰყვება, მეუღლესთან ერთად საინტერესო ევროტური გამოუვიდა ამ ზაფხულს. მათი პატარა ბებიამ ათი დღით დაიტოვა, ახალგაზრდებმა კი რომსა და ათენში იმოგზაურეს: „ჩემს დაბადების დღეზე ჩემმა სიდედრმა რომში სამდღიანი მოგზაურობა გვაჩუქა. ეს ძალიან მოულოდნელი იყო, იცოდა, რომ იტალიაში ნამყოფი არ ვიყავი, მათ შორის, არც გადაღებაზე და ასეთი საოცარი საჩუქარი გამიკეთა…“

„იმედის“ წამყვანი ვარლამ წიკლაური ბელგიაში მეუღლის მშობიარობას დაესწრო: „ორმაგად და სამმაგად მაქცევს ჩემი ცოლი ყურადღებას…“

ვიდეო: მაკა ხიზანიშვილი გივი სიხარულიძის მერე, „იმედის“ ჟურნალისტთან ერთად აცეკვდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები