LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმედის“ ჟურნალისტი მარიამ გიგანი ნინო გიორგობიანსა და გიორგი ვაშაძეს მადლობას უხდის: „სად ვიქნებოდით და როგორ, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ იქნებოდა…“

14459
mariam.gigani

„იმედის“ ჟურნალისტი, მარიამ გიგანი, რომელიც ომის დაწყების დღიდან უკრაინაში მუშაობდა, საქართველოში დაბრუნდა და წერს:

„ჩამოვედით!

პირველ რიგში, მადლობა უნდა გადავუხადო ჩვენი საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ირაკლი ჩიხლაძეს, რომელიც ამ კრიზისულ სიტუაციაში საერთაშორისო დონის პროფესიონალიზმით მუშაობდა თავის გუნდთან და როგორც ადამიანი, ყოველდღე და ყოველ ღამე გვედგა გვერდში. სიტყვები არ ეყოფა იმ თანადგომას, რაც ირაკლისგან მივიღეთ და მადლობა ამისთვის!!!!

მადლობა უნდა გადავუხადო აუცილებლად საქართველოს საელჩოს უკრაინაში. ბატონი ელჩიც, კონსულიც და საელჩოს მთელი პერსონალი, ყველა ნაბიჯზე გვედგა გვერდით. ეს გუნდი თავის მაქსიმუმს აკეთებს, რომ დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს უკრაინაში. ჩვენს უსაფრთხოებაში საელჩოს დიდი წვლილი მიუძღვის.

"იმედის" ჟურნალისტი: "ნუთუ მართლა ვინმეს გჯერათ, რომ პუტინის გამარჯვებაზე ვფიქრობდი და ვფიქრობ?... ბოლო 14 დღეა პირდაპირი ეთერით რუსეთს ოკუპანტს ვეძახი..."

"ტვ იმედზე მომუშავე ჟურნალისტების ლანძღვისა და შეურაცხყოფის ფაქტებს მსურს გამოვეხმაურო. მოღალტეები, გონებაშეზღუდული მონები, ვირთხები და სამარცხვინოები რომ ვართ და პუტინის გამარჯვება გვსურს თურმე….."

მადლობა ნინო გიორგობიანს, რომელმაც მარტო თავისი 1 სატელეფონო ზარით ხომ დამატებით 3 დღე გამაძლებინა ომში და მის გარეშე დღეს, სად ვიქნებოდით და როგორ, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ იქნებოდა.

მადლობა თითოეულ ჩემ კოლეგას, რომლებიც ჩემს გვერდით მუშაობდნენ უკრაინა-რუსეთის ომში. ვზრუნავდით ერთმანეთზე და მგონი ბოლომდე გავიტანეთ ერთმანეთი.

მადლობა ჩემს პროდიუსერს თამთა ფეიქრიშვილს, რომელმაც თბილისიდან კიევამდე უზრუნველყო ჩემს ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რადგან მე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როცა კიევში ვმუშაობდი, მქონდა კოვიდი.

მადლობა ბატონ გიორგი ვაშაძეს, ამ ადამიანმა ყველაზე გადამწყვეტ სიტუაციაში გამოგვიწოდა დახმარების ხელი!

მადლობა ყველა იმ უკრაინელს, რომლებიც ასევე გვეხმარებოდნენ! ხალხი, რომელიც ომობს, კიდევ იმისთვის იყო მზად, ჩვენ დაგვხმარებოდა. ♥️♥️??????

მადლობა პირადად ჩემს გუნდს, ქრონიკის უცხოეთის ბიუროს, რომელთა გარეშეც, “ქრონიკა კიევიდან” არ იქნებოდა ის, რაც არის…“

ომი უკრაინაში

სოფო ხაჭაპურიძე: „წავიდნენ ისე, რომ ვერც გაიგეთ. ავტობუსებთან ჯგუფური ფოტოც არ გადაუღიათ და  დაუდიათ…“

ლევან ხურცია: „2008 წელს დასავლეთს ამისი ნახევარი სანქციები მაინც რომ დაეწესებინა რუსეთისთვის და ჩვენი პატარა ქვეყანა მარტო არ დაეტოვებინა, დღეს ამ სისხლისღვრას ავირიდებდით…“

ჯემალ ბაღაშვილი: „ვინმემ ნორმალურად აგვიხსნას, კონკრეტულად რომელ ჯადოსნურ სანქციას ფლობს ჩვენი საცოდავი საქართველო, რომ მოაწერს ხელს ამაზე ჩვენი მთავრობა და პუტინი შეწყვეტს ომს და მეორე დღეს ევროკავშირში ვიქნებით“

ექიმი დავით მრელაშვილი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად პოლონეთში მიემგზავრება და უკრაინელებისთვის დრონების გასაგზავნად თანხას აგროვებს