„იმედის დილის“ ერთ-ერთი წამყვანი, ნიკა დვალიძე „ფეისბუქზე“ აქვეყნებს სტატუსს, საიდანაც ცხადი ხდება, რომ „იმედის დილა“ დაიხურა. გადაცემის წამყვანები დღეს მაყურებელს დაემშვიდობნენ. ნიკა დვალიძე აღნიშნავს:
„ასე დამთავრდა ჩემი და „იმედის დილის“ 6-წლიანი თანამშრომლობა.
ბევრი ვისწავლე, ბევრიც გავეცი.
ოჯახივით მიყვარხართ
ფოტოზე: დილის ამჟამინდელი შემადგენლობის ნაწილი, მე და Rusudan Kurashvili 2010 წლის ოქტომბერში და მე – დღეს.
კამერები თუ მომენატრება, ლაივებს და მეტ სელფებს დავდებ.
ფაქტია – ამიერიდან უფრო გამოძინებულს და უფრო აგრიალებულს მნახავთ“.
ცნობილია, რომ „იმედი“ საინფორმაციო ფორმატის დილას აკეთებს, რომლის პროდიუსერიც სოფო ნიკოლაიშვილი იქნება.