LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმედია, მეც დამასანქცირებთ! დიდი ხანია გასული, რაც ვიეტნამში ქალებს და ბავშვებს ქიმიური იარაღით აღარ წამლავთ?“ – უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე ბლინკენს

140
Untitled design (1)

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირებას, სოციალურ ქსელში კომენტარით ეხმიანება.

ანონიმური წყარო მოსამართლეების სანქცირების დეტალებზე „ამერიკის ხმასთან“ საუბრობს: „დიდი ხანია შეშფოთებული ვართ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით“

მოსამართლე ლევან თევზაძის ფეისბუკსტატუსის კომენტარში, ვლადიმერ კაკაბაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მიმართავს და „იმედს გამოთქვამს, რომ მასაც დაასანქცირებენ“.

ილია დარჩიაშვილი ბლინკენს წერილით მიმართავს: იმედს გამოვთქვამთ, რომ აშშ წარმოადგენს მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას

„ლევან, არ შეიძლება არ დავეთანხმო შენს მოსაზრებებს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება იმ პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიერაა მიღებული, რომლის მორალი კარგად იკითხება აშშ-ს ერთ ერთი პრეზიდენტის ცნობილ გამონათქვამში „ის ძაღლის შვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლის შვილი“ (“Somoza may be a son of a bitch, but he’s our son of a bitch.”).

ამიტომ ჩვენი სამშობლოს თუ სასამართლო სისტემის მშვიდობიანად, დამოუკიდებლად და სტაბილურად განვითარების მოწინააღმდეგე სუბიექტების მხარდაჭერა, სიმართლე გითხრა, აშშ-ს ზოგიერთი წარმომადგენლისგან აღარც მიკვირს.

ცივი ომის „საუკეთესო ტრადიციების“ სტილში მიღებული ეს გადაწყვეტილება კი მახსენებს სამწუხარო რეალობას, რომ ბევრ ქვეყანაში და მრავალი ადამიანის მიერ ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიო ჟანდარმის სტატუსში აღიქმება, რომელიც ხშირ შემთხვევაში თანასწორი პარტნიორობის ნაცვლად საკუთარ მოკავშირეებს უხეში ფორმით ჰკარნახობს მხოლოდ მისთვის სასურველ თამაშის წესებს.

სამწუხაროდ, ამგვარი დამოკიდებულება უკანასკნელ პერიოდში საქართველოს მიმართაც ვლინდება, რაც გულდასაწყვეტი და დასაფიქრებელია.

პ.ს.
დიდი ხანია გასული, რაც ვიეტნამში ქალებს და ბავშვებს ქიმიური იარაღით აღარ წამლავთ, ბატონო ბლინკენ?!

იმედია, მეც დამასანქცირებთ!!!

პატივისცემით, ვლადიმერ კაკაბაძე“, – წერს მოსამართლე სოციალურ ქსელში.

ავთენტურია თუ არა აღნიშნული ფეისბუკ ანგარიში „ფორტუნა“ ცდილობს დეტალების გარკვევას.

ცნობისათვის, 4 ქართველი მოსამართლის – მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის სანქცირების შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა 5 აპრილს გაავრცელა.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, დეპარტამენტი ახდენს მოსამართლეების საჯარო სანქცირებას, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

როგორ აფასებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას საქართველოში – ვრცლად წაიკითხავთ აქ ➡ მოსამართლეების სანქცირება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები