თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად.
“იმედია, კვლავ აღვდგებით ფერფლიდან”,- განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთში, სამაშველო ოპერაციებში ჩართულია 19 ვერტმფრენი, ერთი უპილოტო საფრენი აპარატი, 66 სასწრაფო დახმარების მანქანა, 41 სამაშველო ჯგუფი და შესაბამისი სამსახურების 4 760 თანამშრომელი.
თურქეთის შავი ზღვის რეგიონში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას ოთხშაბათიდან ებრძვიან.