LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმედია, ბნელ ჯოჯოხეთში ჩარჩენილ მშვიდობიან მოსახლეობას გამოვიყვანთ“ – „აზოვსტალში“ გაეროს ახალი კოლონა მიემგზავრება 

95
Capture1

დასავლური მედია გაერო-ს ჰუმანიტარულ ხელმძღვანელ მარტინ გრიფიტსზე დაყრდნობით წერს, რომ „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის, მარიუპოლში გაეროს ახალი კოლონა მიემგზავრება.

„დღეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, კოლონა მიდის, რომ „აზოვსტალამდე“ ხვალ დილისთვის მიაღწიონ. იმედია, ამ ბნელ ჯოჯოხეთში ჩარჩენილ მშვიდობიან მოსახლეობას გამოვიყვანთ და მათ უსაფრთხო ადგილას წავიყვანთ”, – განაცხადა გრიფიტსმა ვარშავაში გამართულ უკრაინის დონორთა კონფერენციაზე.

უკრაინელმა სამხედროებმა მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანაში რუსული ჯარები „მოიგერიეს“: ალექსეი არესტოვიჩი

არავის არავინ არ განუდევნია, რუსები „აზოვსტალში“ არიან, მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლა: სვიატოსლავ პალამარა

პუტინმა ნაფტალი ბენეტთან საუბარში განაცხადა, რომ უკრაინამ „აზოვსტალში“ მყოფ თავის მებრძოლებს უნდა უბრძანოს, ჩაბარდნენ: კრემლის პრესსამსახური