დედაქალაქის მერი კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე იმყოფება. მან მედიასთან კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და მადლობა გადაუხადა შს მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს. კალაძის თქმით, ხელისუფლებას აქვს მზაობა, რომ დაიწყოს მუშაობა იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს და მოგვარდეს ეს საკითხები.
მან ასევე მადლობა გადაუხადა იმ ახალგაზრდებს, რომლების გაგებით მოეკიდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას და აქციის დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს.
“მე იმედი მაქვს, რომ ყველა ერთად ვიბრძოლებთ ნარკორეალიზატორებისა და ნარკოტრეფიკის წინააღმდეგ. ეს არის სერიოზული პრობლემა და ყველას შთავაგონებთ. რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. ყველა შეიძლება სპორტსმენი ვერ გამოვიდეს, მაგრამ ყოველდღიურობაში ჯანსაღი წესით ცხოვრება არის მნიშვნელოვანი და ამ მიმართულებით ყველას ჩართულობის დიდი იმედი მაქვს,” – აღნიშნა კალაძემ.