LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედი გვაქვს სააკაშვილის პალატაში შეგვიშვებენ – “ემპათია” ექსპერტიზის გაგრძელებას გეგმავს

74
მარიამ ჯიშკარიანი

ცენტრი “ემპათია” გეგმავს, მესამე პრეზიდენტის ექსპერტიზა გააგრძელოს. ექსპერტებს იმედი აქვთ, რომ “ვივა მედში” გადაყვანის შემთხვევაში მათ მიხეილ სააკაშვილის პალატაში შეუშვებენ.

ცენტრის დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანაა საჭირო.

“ცენტრი “ემპათია” რა თქმა უნდა, გეგმავს ექსპერტიზის გაგრძელებას და იმედი გვაქვს, ყოველ შემთხვევაში, კანონიერად ასეა, რომ უნდა შეგვიშვან.  – აცხადებს ჯიშკარინი.

მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ამ წუთას საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას და პირველ რიგში, სწორ დიაგნოსტიკას, ეს არის მაღალტექნოლოგიური კვლევები.

“ეს რესურსი გააჩნია თუ არა “ვივა მედს” ჩემთვის უცნობია, ყოველ შემთხვევაში, მისი მდგომარეობა არის მძიმე” – აცხადებს ექიმი.

“საჭიროა სასწრაფოდ შეჩერდეს ყველა ის პათოლოგიური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ამჟამად. მე ვფიქრობ, უპრიანი იქნებოდა მისი გადაყვანა საზღვარგარეთ”, – თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.