LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იმედი” 2 წლის წინ ვიყიდეთ, უბრალოდ, გადაფორმება გაჭიანურდა: ირაკლი რუხაძე

1063
unnamed

ტელეკომპანია „იმედს“ Hunnewell Partners-ი ყიდულობს. საუბარია, ჰანიველ პარტნერს-ის ერთ-ერთ ქვესტრუქტურაზე, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“  Hunnewell Partners-ის დამფუძნებელმა ირაკლი რუხაძემ განუცხადა.

„მე და ჩემი პარტნიოები ვყიდულობთ. უფრო სწორედ, ორი წლის წინ ვიყიდეთ. უბრალოდ, გადაფორმება გაჭიანურდა სტრუქტურული მიზეზების გამო.

დღეს მივიღეთ ფორმალური თანხმობა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიიდან. რამდენიმე თვეში დავხურავთ გარიგებას და გამოვაცხადებთ. ტელეკომპანიას ჯერ ისევ ინა გუდავაძე ფლობს,“- განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

ტელეკომპანია „იმედი“ იყიდება – ვის სურს არხის შეძენა

 

“ბიზნესპარტნიორის” ცნობით Hunnewell Partners-ის (www.hunnewellpartners.com) პარტნიორი დამფუძნებელია. 2018 წლამდე Hunnewell Partners აქტივების მართვის მულტი იურისდიქციულ ორგანიზაციას წარმოადგენდა, რომელიც წარმოდგენილი იყო ოფისებით ლონდონში, მაიამიში, თბილისში, კიევში, მალაგაში და ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე. ორგანიზაციის პარტნიორები მართავდნენ აქტივებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ასევე მაღალი პროფილის მქონე პერსონების განსაკუთრებულად მაღალი ღირებულების აქტივებს.

საქართველოში Hunnewell Partners-ის პორტფელი წარმოდგენილია ქვეყნის უმხსვილესი და მაღალი ცნობადობის მქონე ორგანიზაციებით როგორებიცაა მაგთიკომი, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, ჰაიდელბერგ ცემენტი, ლიბერთი ბანკი, აიდიეს ბორჯომი და ტელე იმედი. ირაკლი რუხაძე ამ და სხვა კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოს წევრია როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებშიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები