LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედგაცრუებული ვარ სასამართლოს გადაწყვეტილებით, რას ვეუბნებით სხვა ქალებს? ქალებო, არ ამოიღოთ ხმა, მამაკაცებო, მიდით იძალადეთ?! – თამთა თოდაძე

257
BeFunky-collage

ისნის რაიონის საკრებულოს ბიუროს სპეციალისტმა, თამთა თოდაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იმედგაცრუებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით.

„ძალიან იმედგაცრუებული ვარ აღნიშნული გადაწყვეტილებით, რადგან საქმეში იმაზე მეტი მტკიცებულებაა, ვიდრე სხვა მსგავს მუხლზე არსებულ საქმეებში. თუმცა, ამ სასამართლო სისტემისგან ნამდვილად არ გამკვირვებია ასეთი განაჩენი”,- აღნიშნა თამთა თოდაძემ.

როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

სამუდამო პატიმრობაც რომ მიუსაჯონ, ტკივილს ვერაფერი წამიშლის, ეს ჩემი ცხოვრების ძალიან სამწუხარო გამოცდილებაა, მაგრამ სამართალმა უნდა იზეიმოს: თოდაძე ჯიშკარიანზე

“მართლა გულწრფელად იმედგაცრუებული ვარ იქიდან გამომდინარეც, რომ ამდენი მტკიცებულება მოვიყვანეთ და რას ვეუბნებით სხვა ქალებს?! – სამი წლის განმავლობაში ვიბრძვი სიმართლისთვის, ეს თავდაპირველად ჩემი ბრძოლა იყო და შემდეგ გადაიზარდა ქალების ბრძოლაში, რადგან ყველა ქალი გვერდში დამიდგა. ეს არის სერიოზული, მწვავე პრობლემა საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან ხშირია. საქმეში, სადაც არის ექსპერტიზის ყველა დასკვნა, არსებობს დნმ და ყველა მტკიცებულება, რას ვეუბნებით ქალებს? – ქალებო, არ ამოიღოთ ხმა, მამაკაცებო, მიდით, იძალადეთ?!“, – განაცხადა თამთა თოდაძემ.

შეგახსენებთ, საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სექსუალურ დანაშაულში ბრალდებული ილია ჯიშკარიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ილია ჯიშკარიანის განცხადებით კი, ეს ინციდენტი მის დისკრედიტაციას უკავშირდებოდა.

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი სასამართლომ გაამართლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები