LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედა კახიანი ლეიკემიით ვაჟის გარდაცვალების შესახებ: „დაღლილი ვარ, ამის თავი არ მაქვს-მეთქი. რაო, წავაგეთო? 12 წლის ბიჭი ამას მეუბნება…“

3795
imeda-kaxiani

იმედა კახიანი ბაია დვალიშვილთან 12 წლის ვაჟის გარდაცვალების დეტალებს იხსენებს:

„როცა ამბობენ, დრო მკურნალიაო, პირიქითაა, რაც დრო გადის, უფრო მძიმდება. ერთი დღეც არ მიცხოვრია მის გარეშე. 12 წლისა იყო. სიცოცხლით სავსე, ენერგიული, მოუსვენარი. წყნეთში ვიყავით, ზაფხული იყო, ვისვენებდით. ცუდად შეიქნა. გახდა, არ ჭამდა. უხალისო გახდა, ეს ცეცხლივით ბიჭი. საუბედუროდ, უკურნებელი სენის დიაგნოზი დაუსვეს – ლეიკემია. მითხრეს, ექვსი-შვიდი თვე დარჩაო, მსოფლიოში არ არსებობს ამისი წამალიო. როგორია ამ პირობებში ცხოვრება? მაგრამ საოცრება იყო თვითონ ამ ბიჭის ცხოვრება. იცოდა მან ყველაფერი, ყველა მკურნალობაზე მოდიოდა, ყოველგვარი მტკივა-არ მტკივას გარეშე, ყველაფერს ასრულებდა.

ჩემი დაბადების დღე იყო და ლადო უკვე ისე იყო, რომ საწოლიდან ადგომაც უჭირდა. იმ დაბადების დღეზე დილით მეუბნება, რას შვრები, ბიჭებს არ ეძახიო, ლადო, არ შემიძლია, დაღლილი ვარ, ამის თავი არ მაქვს-მეთქი. რაო, წავაგეთო? 12 წლის ბიჭი ამას მეუბნება… დაუძახა დედამისს, ჩამაცვიო. მე მითხრა, დაუძახე შენს ძმაკაცებსო და დღეობა აღვნიშნეთ. ამის მერე წახდენა არ შეიძლება, ამის მერე დაცემა არ შეიძლება, ეს საშინელებაა და ღმერთმა ყველა დაიფაროს ამისგან…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები