ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე სერგეი ბრატჩუკი „ტელეგრამის“ გვერდზე აცხადებს, რომ უკრაინამ მიიღო საკმარისი რაოდენობის გემსაწინააღმდეგო რაკეტა Harpoon-ი იმისთვის, რომ თავდაცვითი მოქმედებებისას ჩაძიროს რუსეთის მთელი შავი ზღვის ფლოტი.
“ახლა გადმოგვეცა იმდენი Harpoon, რომ ჩვენ შეგვიძლია რუსეთის ფედერაციის მთელი შავი ფლოტი ჩავძიროთ. რატომაც არა?”, — წერს ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე.
მან ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ასახავს გემსაწინააღმდეგო რაკეტის გამოყენებას.
მისივე თქმით, ამერიკელი ექსპერტების დასკვნით, ავიამზიდის წყობიდან გამოსაყვანად, მას HARPOON-ის 5 რაკეტა უნდა მოხვდეს, კრეისერის გასანადგურებლად საკმარისია 4 რაკეტა.
„ერთ რაკეტას შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს პატარა გემს ან კატერს“,- განაცხადა ბრატჩუკმა.