LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმდენად მეშინოდა, ლინკი ვერ გავხსენი“ – მარიამ რუხაძემ ქართულ ენასა და ლიტერატურაში 60-დან 60 ქულა აიღო

7828
Untitled design (3)

დღეს აბიტურიენტები გამოცდების პირველად შედეგებს ეცნობიან.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის, ასევე ოსური ენის გამოცდის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა.

ისევე როგორც გასულ წელს, წელსაც ბევრმა აბიტურიენტმა უმაღლესი ქულა მიიღო.

„კარგი შეგრძნებაა..“- გაიცანით აბიტურიენტი, რომელმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში 60-დან 59 ქულა აიღო

ერთ-ერთია მარიამ რუხაძე – ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, რომელმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი შეფასება – 60-დან 60 ქულა მიიღო.

როგორი იყო მისი ემოციები შედეგის გაგების შემდეგ, რა პროფესიას ირჩევს და რას ურჩევს მომავალ აბიტურიენტებს – მარიამი „ფორტუნასთან“ საუბრობს:

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მინდა ჩაბარება, იურიდიულ ფაკულტეტზე.

სტრესია ძალიან დიდი, მაინც ის შეგრძნება მქონდა, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვერცერთ საგანში ვერ გამოვავლინე. ასეთი მოლოდინის შემდეგ, ასეთი შედეგი ასმაგად დიდი სიხარულია.. არ ველოდი და ვერც გავხსენი ჩემით ლინკი, იმდენად მეშინოდა.

მომავალ აბიტურიენტებს კი ვეტყვი, რომ სანერვიულო არაფერია, გარემოც იმდენად კომფორტული და მეგობრულია, რომ ბევრად გაუადვილდებათ ყველაფერი”, – უთხრა „ფორტუნას“ მარიამ რუხაძემ.

შეგახსენებთ, დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის, ასევე ოსური ენის გამოცდის პირველად შედეგები გამოქვეყნდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge , შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები