ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე ამერიკის ახლადარჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა სენატორის დარგში გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოთქვა. სპეციალურ ვიდეო მიმართვაში მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მას კარიერულ ზრდაში დაეხმარა. კამალა ჰარისმა განსაკუთრებულად მოიხსენია ძლიერი ქალები, რომლებმაც შეცვალეს მისი ცხოვრება და ცხადია, ოჯახის წევრები: „მადლობა ჩემს ქმარს, დაგს, ჩვენს შვილებს, კოულსა და ელლას, ჩემს დას, თქვენ ჩემი ოჯახი ხართ და იმაზე მეტად მიყვარხართ, ვიდრე შემიძლია გადმოვცე“ – განაცხადა კამალა ჰარისმა. მისი სიტყვიდან ცნობილი გახდა, რომ მას გერები მოფერებით „მომალას“ ეძახიან და მათ შორის ძალიან ახლო ურთიერთობაა. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიაში.
დაგ ემჰოფს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს, 26 წლის კოული დ 21 წლის ელლა. კოული იხსენებს, რომ კამალა მაშინ გაიცნო, როდესაც სკოლას ამთავრებდა. ამბობს, რომ ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება და მას შემდეგ მისთვის კამალა იდეალია. რაც ეხება ელლას, მისი მონაყოლიდან ცნობილი გახდა, რომ გაცნობამდე ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე გოგონა ძალიან ნერვიულობდა, თუმცა როგორც კი ჰარისი დაინახა, ყველა უხერხულობა გაქრა.