LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “იმავეს გავაკეთებდი დროში უკან რომ დამაბრუნონ” – რას ჰყვება ნინუცა მაყაშვილი “წლის საკნდალზე”

1621
BeFunky-collage (11)

მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა „ფარულ კონვერტში“ გასულ გადაცემასთან დაკავშირებით, რა დროსაც მან მეუღლის მხრიდან ძალადობის შესახებ მოჰყვა, კიდევ ერთხელ ისაუბრა.

როგორც ნინუცამ აღნიშნა, ის არ ნანობს იმას, რომ საჯაროდ ამხილა ძალადობის ფაქტი.

„არ ვფიქრობ, რომ ცუდი იყო ეს ყველაფერი, პირიქით.

ჩემს ამ თამამ ნაბიჯს მოჰყვა ძალიან დიდი რეზონანსი, რასაც მე ნამდვილად არ ველოდი.

ძალიან ბევრი ადამიანი დამიდგა გვერდში და ძალიან ბევრმა თქვა, რომ ვიცოდითო, მაგრამ არავინ არაფერს არ ამბობდა.

ის ადამიანები ვისაც ჰგონია, რომ მე ეს ყველაფერი ფულის გამო გავაკეთე, ძალიან მიყვარხართ, ძალიან საყვარლები ხართ.

ეს ყველაფერი იყო უფრო იმ ადამიანებისთვის, ვინც მე მომწერა სოციალურ ქსელში, ვინც მითხრა, რომ შენმა ამ ნაბიჯმა მე მომცა ძალა, რათა მეც წამოვსულიყავი სახლიდან.

ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, სულ ერთი ადამიანი, რომ ყოფილიყო ვის ცხოვრებასაც მე შევცვლიდი, იმავეს გავაკეთებდი დროში უკან დრო დამაბრუნონ, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ლაპარაკი არ არის მარტივი.

საოცარი წერილები მომდიოდა, ძალიან ბევრს მე ვთხოვდი, რომ ძალა მოემატებინათ საკუთარი თავისთვის, ვეუბნებოდი, რომ ამას შეძლებდნენ. მე ვიყავი მათთვის მაგალითი, ვისაც არ ჰქონდა ძალა. ბევრმა მომწერა მადლობა დახმარებისთვის ახლა კარგად ვართო, ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის,”-აღნიშნა ნინუცა მაყაშვილმა “ფარულ კონვერტში”.

ბესო ზანგურმა ორსულ ნინუცა მაყაშვილს ოჯახის წევრების წინ სცემა
თამარ მაყაშვილი: „მე მისთვის პირადადაც მაქვს ნათქვამი და შეგიძლიათ ასე დაწეროთ – ბესო ზანგური არის ნაძირალა!..“
ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ბესო ზანგურის ბობოქარი პირადი ცხოვრება, ხუთი შვილი და თვითმკვლელობის მცდელობა
რობერტ სტურუა: ,,კაცს კლავთ და არ ხართ დარწმუნებული 100%-ით მის დანაშაულში…”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები