LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმავე ცოცხებს, რომლითაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, უნდა შემოასხდნენ და გაფრინდნენ: დავით კირკიტაძე ქართულ ოცნებაზე

74
დავით კირკიტაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მერობის კანდიდატი დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ იმავე ცოცხებს უნდა შემოაჯდეს, რომლითაც ხელისუფლებაში მოვიდნენ და უნდა „გაფრინდნენ, წავიდნენ, მოშორდნენ“.

რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას დავით კირკიტაძემ აღნიშნა, რომ ქვეყნის წარმატების იდეის მატარებელი არის „ნაციონალური მოძრაობა“, ამ იდეის ჩამსახველი, განმახორციელებელი და პროგრესის მომტანი ადამიანი კი რუსთავის ციხეში ზის.

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ოპოზიციის აქცია იმართება

„დღეს ამ გარეწრებმა დაგეგმეს რუსთავის ოფისზე თავდასხმა, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ცოცხებით ხელში დაგვხვდნენ თბილისში მიმავალ მომიტინგეებს, მათი სიმბოლოა, მათი იარაღია ცოცხი და უნდა ვუპასუხოთ სიყვარულითა და ბრძოლით არჩევნებზე, უნდა გავცეთ პასუხი, როგორსაც იმსახურებენ. იმავე ცოცხებს, რომლითაც მოვიდნენ ხელისუფლებაში უნდა შემოასხდნენ და გაფრინდნენ, წავიდნენ, მოშორდნენ. ღმერთმა არ ქნას, რომ ამ ხალხმა შეინარჩუნოს ხელისუფლება, ისინი გაართულებენ ცხოვრებას, უყვართ მხოლოდ ბიუჯეტიდან ფულის მოპარვა და ამიტომ არიან ხელისუფლებაში. ამ ქვეყნის წარმატების იდეის მატარებელი არის „ნაციონალური მოძრაობა“, ამ იდეის ჩამსახველი, განმახორციელებელი და პროგრესის მომტანი ადამიანი რუსთავის ციხეში ზის. ამიტომ, ერთად და ერთობლივი ძალისხმევით უნდა შევძლოთ ეს მავნებლები გავუშვათ ხელისუფლებიდან და მიხეილ სააკაშვილს მიეცეს საშუალება თავისი ქვეყნისთვის აკეთოს ის, რაც ყველაზე კარგად გამოსდის. ჩვენ ვიმსახურებთ განათლებულ, გაბრწყინებულ ქვეყანას“, – აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები