ჯგუფმა Imagine Dragons-მა უკრაინის მხარდასაჭერად კლიპი გამოუშვა. ვიდეორგოლი 2022 წელს გამოსულ სიმღერაზე Crushed არის გადაღებული.
კლიპში 14 წლის უკრაინელი ბიჭი საშა მონაწილეობს, რომელიც მშობლიურ ქალაქში თვეების განმავლობაში მიმდინარე დაბომბვებს გადაურჩა. ცნობისთვის, ბენდის სოლისტმა, დენ რეინოლდსმა, საზოგადოებას უკრაინის დასახმარებელ საქველმოქმედო ფონდში UNITED 24-ში ჩართვისკენაც მოუწოდა.
შეგახსენებთ, 31 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, კამპანია „Starring Georgia-ს“ ფარგლებში, Imagine Dragons-ს უმასპინძლებს.