საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში გასამგზავრებლად „მწვანი პასპორტის“ აპლიკაციით სარგებლობას კვლავინდებურად შეძლებენ.
„მწვანე პასპორტის” გაუქმების აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ მომატებულია შემთხვევების რაოდენობა და რეალურად ეს სისტემა ქმედითი ნაკლებად არის, შესაბამისად, იმ პირებს, ვისაც ესაჭიროება “მწვანე პასპორტი” საზღვარგარეთ გასამგზავრებლად სისტემით სარგებლობა კვლავ შეუძლია, ქვეყნის შიგნით “მწვანე პასპორტი” სავალდებულო აღარ იქნება დღეიდან”, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ვაქცინაცია არის მოსახლეობის არა ვალდებულება, არამედ არჩევანი და ამ პოლიტიკას ქვეყანა კვლავინდებურად ატარებს.