LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმ მანქანებს, რომლებიც ინსპექტირებას არ გაივლიან ჭკვიანი კამერები ამოიცნობენ

54

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და რეფორმების სამმართველოს უფროსის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების აღსრულების ნაწილი არაეფექტიანია, რადგან საპატრულო ეკიპაჟების მხრიდან შემთხვევით პრინციპით ხდება შემოწმება, აქვს თუ არა ავტომობილს ტექდათვალიერება გავლილი.

მისი თქმით, ამის გამო, შსს ცდილობს პროცესი მაქსიმალურად ავტომატიზირებული გახადოს.

„აღნიშნული პროცესი უნდა მივაბათ ვიდეოსამეთვალყურეო სისტემაზე, რაც გაზრდის ეფექტიანობას ტექნიკური ინსპექტირების აღსრულების ნაწილში,“ – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, არსებული მოდელით საპატრულო ეკიპაჟების მხრიდან, ტექდათვალიერების პროცესის აღსრულება წარმოუდგენელი იქნება.

„წლის ბოლომდე დაახლოებით, 1 200 ჭკვიანი კამერა დამონტაჟდება მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ მიმართულებით უკვე მიმდინარეობს სამუშაოები. ტექნიკური თვალსაზრისით ეს სწრაფად დასრულებადი პროცესია, ამიტომაც, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ორთვიან პერიოდში დაახლოებით შესაძლებელი იქნება აღსრულების ნაწილი განხორციელდეს ეროვნული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის გამოყენებით“, – აღნიშნა შსს-ს წარმომადგენელმა.

2019 წლის იანვრიდან, ტექდათვალიერება ყველა ტიპის ავტომობილისთვის სავალდებულო ხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები