საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი პასუხობს კითხვას, „იყო თუ არა იმ ადამიანებს შორის, ვისთანაც ბიძინა ივანიშვილს კონსულტაცია ჰქონდა“.
მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს მასთან კონსულტაცია ჰქონდა, რაც მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. წულუკიანი ამბობს, რომ რჩება იმ ღირებულებების ერთგული, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში გამოჩენის პირველივე დღიდან ჩაუყარა საფუძველი.
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა
ბიძინა ივანიშვილი: დასანქცირებული ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, ყველაფერი საკმარისად მაქვს
„რასაკვირველია, ეს არავისთვის საიდუმლო არ არის, მე მრავალი წელია, „ქართული ოცნების“ გუნდში აქტიურად ვარ ჩართული. ჩემთვის ეს ძალიან დიდი პატივი და იმავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა.
ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენის პირველი დღიდანვე ვარ იმ ღირებულებების ერთგული, რომელსაც მან ჩაუყარა საფუძველი ქართულ პოლიტიკაში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
„ეს მისი არჩევანი იყო“ – რას ამბობს ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტზე