პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-12 სეზონის გამარჯვებული თედო ბექაური ჟურნალ „გზასთან“ საკუთარი ოჯახის შესახებ საუბრობს.
„ჩემი ცხოვრების ორი მთავარი ადამიანი“ – თედო ბექაური ოჯახთან ერთად უთბილეს კადრებს გვიზიარებს
როგორც თედო ბექაური აღნიშნავს, ყოველთვის ცდილობს რომ კარგი მამა იყოს:
„სულ ვცდილობ, კარგი მამა ვიყო. სახლში როცა ვარ, დემეტრე სულ ჩემთან არის, მის აღზრდაში თავიდან ბოლომდე ჩართული ვარ. მამობამ ძალიან შემცვალა…
დემეტრე „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ლაივზე პირველად მოიყვანეს, რადგან იქ რომ მხედავდა, ჩემთან ერთად ყოფნა უნდოდა, დარბაზში მისი გაჩერება გაჭირდებოდა. ძალიან მოუსვენარი ბავშვია, ამიტომ ჩემს ცეკვებს თვალს ეკრანიდან ადევნდებდა“, – ამბობს თედო ბექაური და შვილის დაბადების მომენტს იხსენებს.
„სამწუხაროდ, დაბადებას ვერ დავესწარი, თინათინ ყაჯრიშვილი ფილმს – „მოქალაქე წმინდანი“ იღებდა და გადაღებაზე ვიყავი, პატარა ეპიზოდური როლი შევასრულე. ვერც იმ დღეს მოვახერხე მისვლა, როდესაც დემეტრე სახლში წამოიყვანეს, პირველი შეხვედრა, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან ემოციური იყო, იმ დღიდან ახალი ცხოვრება დაიწყო“, – ამბობს თედო.
თედო ბექაური ინტერვიუში მეუღლეზეც საუბრობს და ამბობს, რომ პროექტის მიმდინარეობის დროს, ის ხელს მაქსიმალურად უწყობდა:
„მაქსიმალურად მიწყობდა ხელს, რომ საკუთარი შესაძლებლობები წარმომეჩინა. სახლიდან სულ გასული ვიყავი და ყველა საქმე ჩემს მეუღლეს ჰქონდა საკუთარ თავზე აღებილი“, – აღნიშნავს თედო ბექაური.
ვიდეო: „ალბათ, უკეთესი არ არსებობს, საუკეთესო მეგობარია“ – როგორი მამა და მეუღლეა თედო ბექაური
„ძალიან მგულშემატკივრობდა“ – ვინ არის ქალბატონი, რომელმაც თედო ბექაურს გამარჯვება ემოციურად მიულოცა