LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იმ ადამიანებს, რომლებმაც შეურაცყოფად მიიღეს ცეკვა ბოდიშს ვუხდით”

104

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტი ბექა წიქარიშვილი, გუშინდელი ინციდენტისთვის საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

წიქარიშვილის თქმით, ეს აქციის ორგანიზატორული ხარვეზი იყო.

„იმ ადამიანებს, რომლებმაც შეურაცყოფად მიიღეს ცეკვა ბოდიშს ვუხდით. ჩვენ ამ გმირებს ქედს ვუხრით.

ის რაც მოხდა გუშინ, ეს იყო ორგანიზაციული ხარვეზი.

ამიტომ დღეს, მოვედით და ჩვენი წილი პატივი მივაგეთ დაღუპულ გმირებს“, – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა და აღნიშნა, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ ცეკვავდა გმირთა მემორიალზე.

„რატომ გაინტერესებთ ვინ ცეკვავდა, უნდა დაიჭირონ? ჩაქოლონ?“, – მიმართა მან ჟურნალისტებს კითხვის საპასუხოდ.

მანვე აქციის მონაწილეებს მოუწოდა, კონტრაქციის წარმომადგენლებთან კონფლიქტში არ შევიდნენ.

შეგახსენებთ, დღეს 15 საათზე, პარლამენტთან აქცია განახლდა. პარლამენტის მიმდებარედ, დაიგეგმა რამდენიმე კონტრაქციაც. აქციებს ერთმანეთისგან პოლიციის ცოცხალი ჯაჭვი ყოფს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები