LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმ ადამიანებმა, რომლებიც აპროტესტებენ, კარგად უნდა გააცნობიერონ რასთან გვაქვს საქმე: დავით ზალკანიანი „ნამოხვანჰესის“ მოწინააღმდეგეებზე

38
დავით ზალკანიანი

„იმ ადამიანებმა, რომლებიც აპროტესტებენ, კარგად უნდა გააცნობიერონ რასთან გვაქვს საქმე. ყოვლად დაუშვებელია ამ საკითხის ქუჩაში, ულტიმატუმებით გარჩევა,“ – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, დავით ზალკალიანმა „ნამოხვანჰესთან“ დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, თითოეული ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფვის, პირველ რიგში, საკუთარ ენერგოუსაფრთხოებას უზრუნველყოფს. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, ენერგოუსაფრთხოება ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია.

„ნახეთ, ჩვენ როგორ გეოპოლიტიკურ გარემოცვაში ვიმყოფებით – ოკუპანტი ქვეყანა, რომელსაც მძლავრი ენერგორესურსები გააჩნია, მაქსიმალურად იყენებს საკუთარ ენერგორესურსებს იმისთვის, რომ პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს.

იმ ადამიანებმა, რომლებიც აპროტესტებენ, კარგად უნდა გააცნობიერონ რასთან გვაქვს საქმე. ყოვლად დაუშვებელია ამ საკითხის ქუჩაში, ულტიმატუმებით გარჩევა.

ხელისუფლების მხრიდან არის მზაობა, შეთავაზება სხვადასხვა ფორმატების გამოყენების, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, იგივე ენერგოუსაფრთხოების საერთაშორისო ექსპერტის მოპატიჟებით და მათი ჩართულობით,“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები