მილიარდერი ილონ მასკის შესახებ არაერთი უჩვეულო ინფორმაცია გავრცელებულა, რამდენიმე თვის წინ მან განაცხადა, რომ მას სახლ-კარი არ აქვს და ღამის გასათევად მეგობრებთან რჩება.
სულ ცოტა ხნის წინ კი ილონის დედამ, მოდელმა მეი მასკმა The Times-თან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ტეხასში, ილონის სახლში სტუმრობისას ავტოფარეხში სძინავს ხოლმე.
„ილონთან სტუმრობისას ავტოფარეხში მიწევს ძილი. რაკეტების გაშვების ადგილას მდიდრული სახლი ვერ გექნება“, – აცხადებს მეი.
მეიმ დასძინა, რომ ილონი ქონების ფლობითა და მატერიალური ნივთებით არაა დაინტერესებული.
„მისით სულაც არ ვამაყობ“ – ილონ მასკის მამა მიიჩნევს, რომ მისი შვილი პატარა ბიჭივით იქცევა