Tesla-ს დამფუძნებელმა ახალი Model 3 გამოაჩინა. ავტომობილი დაბალბიუჯეტიანია და საშუალო შემოსავლის მქონე მომხარებელზეა გათვლილი. ელ-მობილის ღირებულება 45 ათასი დოლარია, ეს მაშინ როცა ავტომწარმოებელი წარსულში მხოლოდ 35 ათას დოლარს აანონსებდა. როგორც ცნობილია, Tesla-მ 2018 წლისთვის 53 ათასამდე Model 3 გამოუშვა და თითოეულის სვლის მარაგი 418 კილომეტრია. 0-დან 97 კმ/სთ-ს ავტომობილი 5,6 წამში ავითარებს. ეს რაც შეეხება ეკონომიურ ვერსიას, Tesla Model 3-ის ძველი ვარიანტი კი, რომელსაც ერთი დამუხტვით 499 კმ-ს გავლა შეუძლია – კვლავინდებურად ხელმისაწვდომი იქნება და მისი ღირებულება 78 ათას დოლარს აღწევს.