LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკმა „ტესლას“ ბიტკოინებზე გაყიდვა გადაიფიქრა. და აი რატომ

40
teslabitcoin

კომპანია „ტესლა“ ელექტროქარებს ბიტკოინებზე აღარ ყიდის. მასკმა ასეთი გადაწყვეტილება ტვიტერზე ახსნა და ყველაფერი ეკოლოგიაზე ზრუნვას მიაწერა. შედეგად ბიტკოინის ფასი 15% დაეცა, შემცირდა ასევე „ტესლას“ აქციების ღირებულებაც, თუმცა შედარებით შეუმჩნევლად.

ილონმა განაცხადა, რომ ძალიან დარდობს იმ რესურსზე, რომელსაც კრიპტოვალუტის საწარმოებლად მაინინგის ფირმები იყენებენ. რესურსი იწურება და გარემოს სერიოზული ზიანი ადგება.

მასკმა ისიც დაამატა, რომ ჯერ ისევ სჯერა ბიტკოინის პოტენციალის, როგორც მომავლის ვალუტის. თუმცა, დღესდღეობით მთელი ეს პროცესი გარემოს ძალიან ძვირი უჯდება. ამასთან, ამერიკული კომპანია თავისი ციფრული ვალუტის გაყიდვას არ ჩქარობს და პირობას დებს, რომ მის გამოყენებას აღადგენს მაშინვე, როგორც კი მისი წარმოება უფრო ეკოლოგიური გახდება. ამასთან. „ტესლა“ ისეთი კრიპტოვალუტის ძებნას იწყებს, რომლის შექმნასაც ნაკლები ენერგია სჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები