დაახლოებით ერთი კვირის წინ, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ,,ტვიტერზე” განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა მომავლის ვალუტაა და სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ საკითხით უფრო ადრე არ დაინტერესდა. ,,წვეულებაზე დავაგვიანე” – განაცხადა მასკმა, რომლის თქმითაც, მას ბიტკოინი ჯერ კიდევ რვა წლის წინ უნდა ეყიდა.
მას შემდეგ, რაც ილონმა დატვიტა #bitcoin, ყველაზე მნიშვნელოვანი კრიპტოვალუტის ფასმა თითქმის სარეკორდო ნიშნულს მიაღწია. მასკის ტვიტის შემდეგ, ბიტკოინის ღირებულება უკვე თითქმის 24%-ით გაიზარდა და 40 658 $ შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ილონ მასკის ტვიტმა არა მხოლოდ ბიტკოინის, არამედ სხვა კრიპოვალუტების ფასის ზრდაც გამოიწვია, მაგალითად დოჯკოინის, რომელსაც მან “მხოლოდ ხუმრობა” უწოდა და ამით თითქოს მიანიშნა, რომ ბიტკოინზე უფრო მცირე ვალუტას იგი სერიოზულად არ აღიქვამს…
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბიტკოინის ფასის ზრდა გაგრძელდება და მისმა ღირებულებამ შესაძლოა 50 000$-საც მიაღწიოს, რაც კრიპტობაზრის ღირებულებასაც გაზრდის და იგი 1 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწევს.