LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკის ქონება ერთ დღეში $15 მილიარდით შემცირდა – არის თუ არა ამის მიზეზი მილიარდერის აზრი უკრაინის ომზე

160
მასკი

ტესლას და SpaceX-ის დამფუძნებლის ილონ მასკის ქონება დღეში $15 მილიარდით შემცირდა, Tesla-ს აქციების ფასი კი გასული ოთხი თვის განმავლობაში, ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის ქონება ბოლო 24 საათში 6%-ით შემცირდა და ახლა $223 მილიარდს შეადგენს.

ზელენსკი: რომელი ილონ მასკი უფრო მოგწონთ, ის, რომელიც მხარს უკრაინას უჭერს თუ რუსეთს?

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინა-რუსეთის თემაზე ილონ მასკის ტვიტის საპასუხოდ გამოკითხვა გამოაქვეყნა.

მკვეთრი ვარდნა პირდაპირ კავშირშია კომპანიის შედეგებთან, კერძოდ, მესამე კვარტალში Tesla-მ 343,830 ელექტრომობილის წარმოება შეძლო, რაც კომპანიის არსებობის ისტორიაში რეკორდული შედეგია, თუმცა 7%-ით ჩამოუვარდება ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკულმა კომპანიამ ჯერაც ვერ შეძლო საწარმოო პროცესისა და მიწოდების ჯაჭვის პრობლემების აღმოფხვრა.

Tesla-ს აქციების ფასი 8.6%-ით დაეცა, რაც 3 ივნისის შემდეგ მისი ყველაზე დიდი ერთდღიანი ვარდნაა. კომპანიას ასევე ყველაზე ცუდი შედეგი ჰქონდა S&P 500 ინდექსშიც.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზუსტად გუშინ Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ სოციალური ქსელში რამდენიმე ტვიტი გაავრცელა, რასაც საზოგადოებისა თუ პოლიტიკოსების მხრიდან ნეგატიური შეფასება მოჰყვა. პოსტს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტიც. როგორც მსოფლიო მედია წერს, კომპანიის აქციების ვარდნა არა მასკის განცხადებებთან, არამედ კვარტალურ შედეგებთანაა დაკავშირებული, ამაზე კი ის ფაქტიც ცალსახად მეტყველებს, რომ ბირჟაზე მკვეთრი ვარდნის ტენდენცია მასკის განცხადებების გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები