LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკის კუთვნილი კომპანია Starlink საქართველოში საქმიანობის დასაწყებად ემზადება

136
elon-musk

ილონ მასკის კუთვნილი კომპანია Starlink საქართველოში საქმიანობისთვის ემზადება. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ 29 ივნისს პლანეტის უმდიდრესი ადამიანის Starlink Holdings Netherlands-მა საქართველოში შვილობილი „სტარლინკ ჯორჯია“ დააფუძნა და ავტორიზაციის მიზნით კომუნიკაციების კომისიასაც მიმართა. კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვას მარეგულირებელი 14 ივლისს გეგმავს.

ცნობისთვის, Starlink უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელ მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი ძვირად ღირებული, დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია. SpaceX-ს დღეისათვის 2700-ზე მეტი Starlink-ის დაბალ ორბიტალური (LEO) თანამგზავრი ჰყავს  გაშვებული.

საქართველოს კონტექსტში Starlink განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მაღალმთიან რეგიონებში ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებშია. Starlink-ის დანერგვის შემდეგ ყველა ასეთ გეოგრაფიულ არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

SpaceX საქართველოში STarlink-ის თანამგზავრული სისტემებით ინტერნეტის მიწოდებას გეგმავს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები