LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკი „წლის ადამიანი“ გახდა

44
f2fe-61b76f82a931f

ამერიკულმა ჟურნალმა „Time” ტრადიციული ნომინაციის „წლის ადამიანის“ გამარჯვებული დაასახელა. პირველად 93 წლის განმავლობაში ჟურნალის გარეკანზე საავტომობილო კომპანიის ტოპ-მენეჯერი მოხვდა. „ტესლას“ დამაარსებელი, ილონ მასკი, რომელმაც წელს ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტულიც მოიპოვა და Amazon-ის სულისჩამდგმელი ჯეფ ბეზოსი უკან ჩამოიტოვა.

თუმცა, ეს არ არის ერთადერთი მიღწევა, რის გამოც მასკი შეაქეს. მილიარდერი გარემოზე დადებითი ზემოქმედების, ასევე კოსმოსური ინდუსტრიის განვითარებისა და თავისი „ტვიტების“ გამოც გამოარჩიეს.

როგორც Time-ის ჰედლაინშია ნათქვამი : „მასკი არის ადამიანი, რომელიც ცდილობს ჩვენი პლანეტა გადაარჩინოს და ამავდროულად კაცობრიობის საცხოვრებლად ახალ ადგილებსაც ეძებს.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები